Saturday, May 3, 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება

  ტრენინგის  ეს  კურსი  ჩემთვის  ძალიან  მნიშვნელოვანი  იყო.  ვისწავლე  ის  ყველაფერი,  რაც  დამეხმარება  იმაში,  რომ  ჩემი  შემდგომი  მუშაობა,  ჩემი  გაკვეთილები  უფრო  საინტერესო  იყოს.  ამ  ტრენინგის  შემდეგ  შევძლებ  შევქმნა  და  ვაწარმოო  ჩემი  პორტფოლიო,  რომელშიც  ნათლად  გამოჩნდება  ყველაფერი,  რასაც  ვაკეთებ  ან  უკვე  გავაკეთე.  ინტელის  სასწავლო  კურსის  შესწავლა  მომცემს  იმის  საშუალებას,  რომ  უფრო  სრულყოფილი  და  მრავალფეროვანი  იყოს  ყველა  მასალა,  რომელიც  მე  დამჭირდება  სხვადასხვა  აქტივობების  განსახორციელებლად.  ეს  ყველაფერი  კი  არის  ჩვენი  ტრენერის  ქნ-ნ  ქეთევან  ცერაძის  დამსახურება.  დიდი  მადლობა  მას.

მე-9 დღე

    დღევანდელი  ტრენინგი  დავიწყეთ  უკვე  შესწავლილის  გამეორებით.  ახალი  მასალა  ძალიან  საინტერესო  იყო  ჩემთვის,რადგან  ყოველთვის  მჭირდებოდა   იმის ცოდნა,  როგორ  ჩამემატებინა  ბლოგზე  გვერდები.  ამის  გარდა  დღეს  შევისწავლე,  როგორ  უნდა  მოვიქცე,  თუ  მინდა  გვერდების  გადაადგილება,  გვერდის  წაშლა,  ან  დროები  დაფარვა.  ვისწავლეტ  პიკასა  ალბომის  შექმნა  და  მისი  ბლოგზე  გადატანა.  დღეს  ტავისი  გამოცდილება  გაგვიზიარა  ინგლისური  ენის  პედაგოგმა  ქნ-მა მარინა  ტერტერაშვილმა,  რომელიც  სხვადასხვა  დროს  რამდენჯერმე  იმყოფებოდა  ამერიკის  შეერთებულ  შტატებში  და  გვესაუბრა  როგორია  სკოლები  და როგორ  მიმდინარეობს  იქ  სასწავლო  პროცედები.

Sunday, April 27, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

        მუშაობა  დავიწყეთ  წინა  მეცადინეობაზე  შესწავლილი  მასალის  გამეორება -  განმტკიცებით.  შევისწავლეთ  როგორ  შევქმნა  ფასილიტაციის  რესურსები,  გადავხედეთ  პორტფოლიოს და  ვისწავლეთ  პორტფოლიოს  ატვირთვა.  გაჯეტების  ადგილისა  და  წყობის  შეცვლა.

Saturday, April 26, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

      დასაწყისში  კიდევ  ერთხელ  გავიხსენეთ  წინა  მეცადინეობაზე  შესწავლილი  მასალა.  ჩვენი  პროექტის  ფარგლებში  გავითვალისწინე  და  ჩამოვწერე  ის  საკითხები  და    სამუშაო  დავალებები,  რომლის  შესრულებაც  არ  გაუჭირდება  საშუალო  აკადემიური  მოსწრებისა  და  სსმ  მოსწავლეს. გაჯეტებში  მუშაობისას  ვისწავლე  საათის  მოჩებნა  და   ჩასმა.     პროექტის  გეგმაში  გავწერეთ  სასწავლო  პროცედურები

Tuesday, April 22, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

    მეცადინეობა  დავიწყეთ  წინა ტრენინგის  მასალის  გამეორებით. გავეცანით  მოსწავლის  პრეზენტაციას. შევქმენი  რამდენიმე  სლაიდი  პაუერ  პოინტში,  რომლებშიც  მივუთითე რა  იყო    მიზანი  და როგორია  მიმდინარეობა. ინტელის  სასწავლო  კურსში  გადავხედე  გეგმების  ნიმუშებსა  და  შეფასებების  რუბრიკებს.  ეს  ძალიან დამეხმარება  შემდგომ  მუშაობაში.

Thursday, April 17, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

      მუშაობა დავიწყეთ  წინა  მეცადინეობაზე  შესწავლილი  მასალის  გამეორებით.  შევისწავლეთ  როგორ  უნდა  მივუთითოთ  გამოყენებული  ლიტერატურის  შესახებ,  რაშიც  დამეხმარა შესაბამისი  შაბლონები.  გავიხსენე როგორ  ხდება  ბლოგზე  კომენტარების  დადება  და  გავაკეთე  კომენტარი  ერთ-ერთი  მასწავლებლის  ბლოგზე.  შევქმენი  მოსწავლის  ბლოგის  ნიმუში,  ვიმუშავეთ  გაჯეტებზე,  სურათის  ჩასმასა  და  კვლევის  წარმოებაზე.

Saturday, April 12, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე



  გავიმეორეთ  წინა  ტრენინგზე  შესწავლილი  მასალა.  განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები,  შევადგინეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმა,  რომელსივ  გავიტვალისწინე  ჩემი  პროექტის  შინარსი.  შევადგინე  პროექტის  პორტფოლიოს  პრეზენტაცია.