Sunday, April 27, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

        მუშაობა  დავიწყეთ  წინა  მეცადინეობაზე  შესწავლილი  მასალის  გამეორება -  განმტკიცებით.  შევისწავლეთ  როგორ  შევქმნა  ფასილიტაციის  რესურსები,  გადავხედეთ  პორტფოლიოს და  ვისწავლეთ  პორტფოლიოს  ატვირთვა.  გაჯეტების  ადგილისა  და  წყობის  შეცვლა.

Saturday, April 26, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

      დასაწყისში  კიდევ  ერთხელ  გავიხსენეთ  წინა  მეცადინეობაზე  შესწავლილი  მასალა.  ჩვენი  პროექტის  ფარგლებში  გავითვალისწინე  და  ჩამოვწერე  ის  საკითხები  და    სამუშაო  დავალებები,  რომლის  შესრულებაც  არ  გაუჭირდება  საშუალო  აკადემიური  მოსწრებისა  და  სსმ  მოსწავლეს. გაჯეტებში  მუშაობისას  ვისწავლე  საათის  მოჩებნა  და   ჩასმა.     პროექტის  გეგმაში  გავწერეთ  სასწავლო  პროცედურები

Tuesday, April 22, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

    მეცადინეობა  დავიწყეთ  წინა ტრენინგის  მასალის  გამეორებით. გავეცანით  მოსწავლის  პრეზენტაციას. შევქმენი  რამდენიმე  სლაიდი  პაუერ  პოინტში,  რომლებშიც  მივუთითე რა  იყო    მიზანი  და როგორია  მიმდინარეობა. ინტელის  სასწავლო  კურსში  გადავხედე  გეგმების  ნიმუშებსა  და  შეფასებების  რუბრიკებს.  ეს  ძალიან დამეხმარება  შემდგომ  მუშაობაში.

Thursday, April 17, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

      მუშაობა დავიწყეთ  წინა  მეცადინეობაზე  შესწავლილი  მასალის  გამეორებით.  შევისწავლეთ  როგორ  უნდა  მივუთითოთ  გამოყენებული  ლიტერატურის  შესახებ,  რაშიც  დამეხმარა შესაბამისი  შაბლონები.  გავიხსენე როგორ  ხდება  ბლოგზე  კომენტარების  დადება  და  გავაკეთე  კომენტარი  ერთ-ერთი  მასწავლებლის  ბლოგზე.  შევქმენი  მოსწავლის  ბლოგის  ნიმუში,  ვიმუშავეთ  გაჯეტებზე,  სურათის  ჩასმასა  და  კვლევის  წარმოებაზე.

Saturday, April 12, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე



  გავიმეორეთ  წინა  ტრენინგზე  შესწავლილი  მასალა.  განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები,  შევადგინეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმა,  რომელსივ  გავიტვალისწინე  ჩემი  პროექტის  შინარსი.  შევადგინე  პროექტის  პორტფოლიოს  პრეზენტაცია.

Wednesday, April 9, 2014

ტრენინგის მესამე დღე

       გავიმეორეთ  ბუკლეტების  შექმნა  და  სურათების  დაჭრა,  საქაღალდის დაზიპვა და  მისი  გადაგზავნა  საკუთარ  ფოსტაზე.  გავარკვიეთ როგორ უნდა განვსაზღვროთ პროექტის მიზანი.  ეს მე  ძალიან  გამომადგება,  რადგან  მიზნის  სწორად  განსაზღვრაზე  დამოკიდებულია  დანარჩენი  სამუშაო.  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმაზე.  უკვე  შევძელი  პროექტის  გეგმაში  ჩამეწერა  სავარაუდო  პროექტის  შინაარსი  მიზნები  და  ამოცანები.  ჩავწერე  მიმართულების  მიმცემი  კითხვები.  აღნიშნული  მასალა  ისევ  შევიტანე  საქაღალდეში  და  გადავიგზავნე  ჩემს  ფოსტაზე.

Sunday, April 6, 2014

ტრენინგის მეორე დღე

                                                 

        ტრენინგის  მეორე დღის  ძირითადი  მასალის  გაცნობის  დაწყებამდე,  კიდევ  ერთხელ  გავიხსენეთ  და  განვიმტკიცეთ  წინა  მეცადინეობაზე  შესწავლილი  მასალა.  Word-ის  ინსტრუმენტების  გახსენება  დამეხმარა  სამუშაო  ფურცელზე  ჩამესვა  ცხრილები, სურათები,  შემერჩია სასურველი  ფერები  და გამეფერადებინა.  შევისწავლე  ბუკლეტების  შექმნა,  შევძელი  მისი  დამოუკიდებლად  გაკეთება  და  შევეცადე  მომერგო  ჩემი  მომავალი  პროექტისთვის.  ეს  ძალიან  დამეხმარება,  რომ  პროექტმა  წინდაწინ  დააინტერესოს  ყველა.  ვისწავლე  სურათების  დაჭრა  და  მისი  გადატანა  საქაღალდეში,  ხოლო  იქიდან  ჩემს  პირად  ფოსტაზე  დაარქივების  გზით.  ეს  დამეხმარება, რადგან  საქარალდე  ამდენი  მასალით  არ  გაიგზავნება.

 

Saturday, April 5, 2014

ტრენინგის პირველი დღე


  •        ტრენერმა  გაგვაცნო  ინტელის კურსის ძირითადი მიზნები,  ვისაუბრეთ  გზამკვლევებზე, განვიხილეთ მისი მუშაობის სტრუქტურა. შევქმენით  საქაღალდეები.
  •        ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო  კურსის  რესურსების გაცნობა და მათი შენახვა, რადგან  ამ ყველაფერს მე გამოვიყენებ შემდგომი მუშაობისათვის.  ინტერესით გავეცანი სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს, რომლებიც გამომადგება სანიმუშოდ, რომ გამიადვილდეს პროექტზე მუშაობა.  კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბლოგების შექმნა  შევქმენით ახალი ბლოგები.