ტრენინგის ეს კურსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისწავლე ის ყველაფერი, რაც დამეხმარება იმაში, რომ ჩემი შემდგომი მუშაობა, ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო იყოს. ამ ტრენინგის შემდეგ შევძლებ შევქმნა და ვაწარმოო ჩემი პორტფოლიო, რომელშიც ნათლად გამოჩნდება ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ან უკვე გავაკეთე. ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა მომცემს იმის საშუალებას, რომ უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანი იყოს ყველა მასალა, რომელიც მე დამჭირდება სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად. ეს ყველაფერი კი არის ჩვენი ტრენერის ქნ-ნ ქეთევან ცერაძის დამსახურება. დიდი მადლობა მას.
Saturday, May 3, 2014
მე-9 დღე
დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ უკვე შესწავლილის გამეორებით. ახალი მასალა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის,რადგან ყოველთვის მჭირდებოდა იმის ცოდნა, როგორ ჩამემატებინა ბლოგზე გვერდები. ამის გარდა დღეს შევისწავლე, როგორ უნდა მოვიქცე, თუ მინდა გვერდების გადაადგილება, გვერდის წაშლა, ან დროები დაფარვა. ვისწავლეტ პიკასა ალბომის შექმნა და მისი ბლოგზე გადატანა. დღეს ტავისი გამოცდილება გაგვიზიარა ინგლისური ენის პედაგოგმა ქნ-მა მარინა ტერტერაშვილმა, რომელიც სხვადასხვა დროს რამდენჯერმე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და გვესაუბრა როგორია სკოლები და როგორ მიმდინარეობს იქ სასწავლო პროცედები.
Subscribe to:
Posts (Atom)