გავიმეორეთ ბუკლეტების შექმნა და სურათების დაჭრა, საქაღალდის დაზიპვა და მისი გადაგზავნა საკუთარ ფოსტაზე. გავარკვიეთ როგორ უნდა განვსაზღვროთ პროექტის მიზანი. ეს მე ძალიან გამომადგება, რადგან მიზნის სწორად განსაზღვრაზე დამოკიდებულია დანარჩენი სამუშაო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. უკვე შევძელი პროექტის გეგმაში ჩამეწერა სავარაუდო პროექტის შინაარსი მიზნები და ამოცანები. ჩავწერე მიმართულების მიმცემი კითხვები. აღნიშნული მასალა ისევ შევიტანე საქაღალდეში და გადავიგზავნე ჩემს ფოსტაზე.
Wednesday, April 9, 2014
Sunday, April 6, 2014
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღის ძირითადი მასალის გაცნობის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და განვიმტკიცეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. Word-ის ინსტრუმენტების გახსენება დამეხმარა სამუშაო ფურცელზე ჩამესვა ცხრილები, სურათები, შემერჩია სასურველი ფერები და გამეფერადებინა. შევისწავლე ბუკლეტების შექმნა, შევძელი მისი დამოუკიდებლად გაკეთება და შევეცადე მომერგო ჩემი მომავალი პროექტისთვის. ეს ძალიან დამეხმარება, რომ პროექტმა წინდაწინ დააინტერესოს ყველა. ვისწავლე სურათების დაჭრა და მისი გადატანა საქაღალდეში, ხოლო იქიდან ჩემს პირად ფოსტაზე დაარქივების გზით. ეს დამეხმარება, რადგან საქარალდე ამდენი მასალით არ გაიგზავნება.
Saturday, April 5, 2014
ტრენინგის პირველი დღე
- ტრენერმა გაგვაცნო ინტელის კურსის ძირითადი მიზნები, ვისაუბრეთ გზამკვლევებზე, განვიხილეთ მისი მუშაობის სტრუქტურა. შევქმენით საქაღალდეები.
- ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო კურსის რესურსების გაცნობა და მათი შენახვა, რადგან ამ ყველაფერს მე გამოვიყენებ შემდგომი მუშაობისათვის. ინტერესით გავეცანი სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს, რომლებიც გამომადგება სანიმუშოდ, რომ გამიადვილდეს პროექტზე მუშაობა. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბლოგების შექმნა შევქმენით ახალი ბლოგები.
Subscribe to:
Posts (Atom)
